მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წერტილი უნდა დაესვას პოლიტიკურ მოუმწიფებლობას - დავით ონოფრიშვილი

644939254bef2
ალა ისპირიანი
26.04.23 19:28
589
დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის, დავით ონოფრიშვილის განცხადებით, საქართველოში პოლიტიკურ მოუმწიფებლობას წერტილი უნდა დაესვას.

როგორც მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ სტუმრობისას განაცხადა სტაბილური პოლიტიკური გარემო ქვეყნის განვითარებისთვის არის მნიშვნელოვანი.

„პოლიტიკური პარტიები უფრო დამწიფებულები უნდა იყვნენ. 30 წელი გავიდა და იგივე გვესმის რაც 90-იან წლებში გვესმოდა. ბევრი პარტია გაფანტულია, თავისი გაუგებარი პოზიციებით. მეტ-ნაკლებად სტაბილური პოლიტიკური გარემო ქვეყნის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

განვითარებისთვის ასევე მნიშვნელოვანია, შავი ზღვის ელექტრო კაბელი. მნიშვნელოვანია ვაჩვენოთ, რომ უსაფრთხო ქვეყანა ვართ, ვაძლიერებთ ტრანზიტულ ფუნქციას სხვადასხვა მიმართულებით, რაც ევროპისკენ დამატებით ინტეგრირებაა“, - განაცხადა მან.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები