მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წერტილი უნდა დაესვას უპასუხისმგებლობას... გახსოვთ, ბოლოს ვინ გადადგა ან გადააყენეს?! - ადვოკატი

6463cc857ebe4
თელარა გელანტია
16.05.23 23:00
637
„ზვიად კორძაძის საადვოკატო ბიუროს“ მმართველი პარტნიორის ზვიად კორძაძის აზრით, საქართველოში წერტილი უნდა დაესვას უპასუხისმგებლობას.

ასე უპასუხა მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ წამყვანის ტრადიციულ კითხვას და იქვე დასძინა, რომ ასევე, წერტილი უნდა დაესვას ორმაგ სტანდარტებს ქვეყანაში.
„ქვეყანაში არ გვაქვს პრინციპები, რომლებზეც ვიტყვით, რომ ამას არ შევცვლით, რადგან ასეა. ამდენად, წერტილი უნდა დაესვას ორმაგ სტანდარტებს ყველაფრის მიმართ.
ქვვეყანაში წერტილი უნდა დაესვას საკუთარი სამშობლოს მიმართ ორმაგ დამოკიდებულებას - როცა გვჭირდება, მშვიდობა გვინდა და როცა გვჭირდება - ომი; როცა გვჭირდება ყველაფერი კარგადაა და როცა გვჭირდება - ყველაფერი ცუდად...

და ყველაზე მთავარი, რაც მგონია, არის ის, რომ წერტილი უნდა დაესვას უპასუხისმგებლობას. აბა, თუ გაიხსენებთ, ბოლოს ვინ და საიდან გადადგა ან გადააყენეს თანამდებობიდან?! არ მინდა, კონკრეტული თემების ჩამოთვლა, რადგან შეიძლება რომელიმე უწყებამ თუ მინისტრმა თავის თავზე მიიღოს, მაგრამ რამდენი რამე ხდება - სადღაც რაღაც გაფუჭდა, სადღაც რაღაც ჩამოინგრა, თუმცა არავინ არაფერზე პასუხისმგებლობას არ იღებს და უპასუხისმგებლობის ზეიმი გვაქვს, როდესაც თან ყველა ყველაფერზეა პასუხისმგებელი და თან - არა.

პასუხისმგებლობის აღება არ ნიშნავს ვინმეს მოძულებას ან დახვრეტას, მაგრამ კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებისას თუ კონკრეტული შეცდომის შემდეგ, მომსვლელმა უნდა იცოდეს, სად გადიოდა პასუხისმგებლობის ზღვარი და როდესაც ასეთი ზღვარი არაა, წერტილი მრავალწერტილად იქცევა“, - განაცხადა ზვიად კორძაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები