Meta-ს შვილობილ პლატფორმა WhatsApp-ს მორიგი ახალი ფუნქციონალი ემატება, რომლის ანალოგი Discord-ში დიდი ხნის განმავლობაში იყო ხელმისაწვდომი.
ახლა უკვე მომხმარებლებს WhatsApp-ის ჯგუფში ხმოვანი ჩატის დაწყება შეეძლებათ, თუმცა ამისათვის სათითაოდ ჯგუფის ყველა წევრთან ზარის წამოწყების შეტყობინების მისვლა არ იქნება აუცილებელი.
Meta-ს ხელმძღვანელობამ გააცნობიერა, რომ ზარის შესვლის შეტყობინება ბევრ მომხმარებელს აღიზიანებდა, სწორედ ამიტომ მათ ღია ჩატის მეთოდი არჩიეს, სადაც მომხმარებლებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ შესვლა და გასვლა.
საწყის ეტაპზე, აღნიშნული ფუნქცია იმ ჯგუფებისთვის იქნება ხელმისაწვდომი, რომელშიც 33 მომხმარებელზე მეტია გაწევრიანებული.