მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

WhatsApp-ს მალე AirDrop-ის მსგავსი ფუნქციონალი დაემატება

whatsapp

Meta-ს მფლობელობაში არსებულ საკომუნიკაციო პლატფორმას, WhatsApp-ს უახლოეს მომავალში ფაილების გაზიარების ახალი ფუნქციონალი დაემატება, რომელიც Apple-ის AirDrop-ის და Android Nearby-ს ანალოგი იქნება.

ამ ფუნქციის გააქტიურების შემთხვევაში, მოწყობილობა ავტომატურად იპოვის მის გარშემო მყოფ სმარტფონებს და მათთან პირდაპირი დაკავშირების საშუალებას მოგცემთ, რათა ფაილის გაგზავნა მონაცემების დაკარგვის გარეშე შეძლოთ, თანაც ინტერნეტზე უფრო სწრაფად და იაფად.

როგორც ცნობილია, WhatsApp-ის ახალი ფუნქციის საცდელი ვერსია უკვე ჩაეშვა და მისი სრული ინტეგრაცია მიმდინარე წელს მოხდება.