მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

WhatsApp-ში, შესაძლოა, "სქრინშოტების" გადაღება აიკრძალოს

WhatsApp

მსოფლიოს ერთ-ერთმა უდიდესი სოციალურმა ქსელმა, ამერიკულმა WhatsApp-მა, შესაძლოა, მომხმარებელთა დასაცავად კიდევ ერთი ფუნქცია დაამატოს. WhatsApp-ის ახალ განახლებასთან ერთად, სავარაუდოდ, მომხმარებლები სხვათა პროფილის სურათების ეკრანის ანაბეჭდების, ანუ “სქრინშოტის” გადაღებას ვეღარ შეძლებენ.

WhatsApp-ის მიმოწერა, მოგეხსენებათ, ორმხრივადაა დაშიფრული, ანუ საუბარში ჩართული ორი მხარის გარდა მესიჯების წაკითხვა არავის შეუძლია, მათ შორის არც თავად WhatsApp-ს, მაგრამ ადამიანები მესიჯების ე.წ. “სქრინშოტებს” იღებენ და ინფორმაციას ასე ავრცელებენ.

კამერის ან სხვა მოწყობილობების გამოყენებით ცუდ ადამიანებს ჩატის სურათების გადაღება, ცხადია, მაინც შეუძლიათ, მაგრამ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ თუ ე.წ. “სქრინშოტის” ფუნქციონალი აიკრძალება, ეს შეტყობინებების უნებართვოდ გაგზავნის მაჩვენებელს მკვეთრად შეამცირებს.

დეცენტრალიზებული და დაშიფრული სოციალური ქსელების გამოჩენასთან ერთად, ბოლო პერიოდში, WhatsApp-მა მომხმარებელთა უსაფრთხოებაზე ორიენტირებული არაერთი გადაწყვეტილება მიიღო. აი, სწორედ ამ თანრიგის გადაწყვეტილებებს მიეკუთვნება ის, რომ მომხმარებლებს “ბოლო წაკითხვისა” და “ონლაინის” სტატუსის დამალვა შეუძლიათ, ისევე, როგორც ერთჯერადი შეტყობინებების გაგზავნა და აპლიკაციაში ბიომეტრიული მონაცემებით შესვლა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები