მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

WHO ჩინური ვაქცინების ავტორიზაციის საკითხს აპრილის ბოლოს განიხილავს

606c610b21fc3
ნათია თაქთაქიშვილი
06.04.21 18:03
701
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია (WHO) ჩინური ვაქცინების - Sinopharm-ის და Sinovac-ის ავტორიზაციის საკითხს აპრილის ბოლოს განიხილავს. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

„სამწუხაროდ, ჩინური ვაქცინების განხილვას იმაზე მეტი დრო მოვანდომეთ, ვიდრე ვფიქრობდით, რადგან აღნიშნულ ვაქცინებთან დაკავშირებით მეტი ინფორმაცია იყო საჭირო“, - განაცხადა ორგანიზაციის პრესსპიკერმა მარგარეტ ჰარისმა.

ამასთან, WHO არ ემხრობა მოგზაურობისთვის ვაქცინაციის პასპორტების შემოღებას. 

„ორგანიზაცია არ ემხრობა მოგზაურობისთვის ვაქცინაციის პასპორტების შემოღებას, რადგან ეს გარკვეულ დისკრიმინაციას გულისხმობს იმ პირებთან მიმართებით, ვისაც ამ ეტაპზე, რაღაც კონკრეტული მიზეზით, არ შეუძლია მიიღოს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა“, - განაცხადა მარგარეტ ჰარისმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები