მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

WHO: კოვიდ-შეზღუდვების ნაწილი 2022-ში საჭირო აღარ იქნება

603654fe3a5cd
ნათია თაქთაქიშვილი
24.02.21 18:28
718
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონალური დირექტორი ჰანს კლუგე აცხადებს, რომ პანდემია სავარაუდოდ 2022 წელს დასრულდება და კოვიდ-შეზღუდვების ნაწილი აღნიშნული დროისთვის საჭირო აღარ იქნება.

ჰანს კლუგეს განცხადებით, კორონავირუსი მიმდინარე წელსაც მსოფლიოსთვის ისევ მნიშვნელოვნად გამოწვევად დარჩება, თუმცა ვირუსის შესახებ უფრო მეტია ცნობილი და მისი უკეთესად მართვა შეიძლება.

„ყველაზე ცუდი სცენარი უკან მოვიტოვეთ, რადგან ახლა უფრო მეტი ვიცით კორონავირუსის შესახებ, ვიდრე 2020 წელს, როდესაც ის იწყებდა გავრცელებას“, – განაცხადა კლუგემ.

მისივე თქმით, ვირუსი სრულად არ გაქრება და გააგრძელებს ცირკულაციას, მაგრამ შეზღუდვები აღარ იქნება საჭირო. თუმცა, მისივე განცხადებით, ეს მოვლენების განვითარების შესაძლო სცენარია.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლის თქმით, ის ფაქტი, რომ ვირუსის ახალი შტამი ჩნდება ნორმალური მოვლენაა და საჭირო შემთხვევაში შესაძლებელი იქნება ვაქცინების მოდიფიცირება.

ჰანს კლუგეს ოპტიმისტურ განწყობას ნაკლებად იზიარებს აშშ-ს წამყვანი ინფექციონისტი ენტონი ფაუჩი. ფაუჩის განცხადებით, კორონავირუსის ახალი შემთხვევების შემცირება დროებითია და ეს პანდემიისთვის დამახასიათებელია. აშშ-ის წამყვანი ინფექციონისტი ასევე აღნიშნავს, რომ ქვეყნებში კოვიდ შემთხვევები მნიშვნელოვნად იზრდებოდა წინასაახალწლო და სადღესასწაულო პერიოდში, როდესაც მობილობა მაღალი იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები