ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში (WHO) აცხადებენ, რომ კოვიდ-ვაქცინის გაკეთება სავალდებულო არ უნდა იყოს და უმჯობესი იქნება თუ მოსახლეობას ვაქცინის ეფექტიანობაში დაარწმუნებენ. ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ ვაქცინაციის საკითხი ყველა ქვეყანამ ინდივიუალურად, ეპიდემიოლოგიური გარემოს შესაბამისად უნდა გადაწყვიტოს და აღნიშნავენ, რომ ვაქცინაცია სავალდებულო მხოლოდ საავადმყოფოს თანამშრომლებისთვის უნდა იყოს.
"არ ვფიქრობ, რომ ვაქცინის ჩატარება სავალდებულო უნდა იყოს, განსაკუთრებით ეს ვაქცინა. გაცილებით უკეთესი იქნება, რომ წავახალისოთ და ამ მოთხოვნების გარეშე დავარწმუნოთ ადამიანები ვაქცინის ეფექტიანობაში“, – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის იმუნიზაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ქეით ობრაიენმა.
თუმცა როგორც გამოცემა წერს, გაეროს ჯანმრთელობის სააგენტო მიიჩნევს, რომ კორონავირუსის წინააღმდეგ შექმნილი ვაქცინა ყველასთვის სავალდებულო უნდა გახდეს, რადგან წარსულის მაგალითები აჩვენებს, რომ ეპიდემიოლოგიური აფეთქებების შეჩერება მხოლოდ სავალდებულო ვაქცინაციის საფუძველზე ხდება.




























