მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

WHO პაკისტანს კარანტინის რეჟიმის ხელახლა შემოღებისკენ მოუწოდებს

5ee0b72ee2770
ნათია თაქთაქიშვილი
10.06.20 14:46
770
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) განცხადებით, პაკისტანში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია შეზღუდვების მოხსნის საშუალებას არ იძლევა. ორგანიზაცია პაკისტანს კარანტინის ალტერნატიულ მოდელს სთავაზობს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

"ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია პაკისტანის მთავრობას კარანტინის ორკვირიანი შუალედებით შემოღებას ურჩევს“, – წერია განცხადებაში.

პაკისტანში COVID-19-ის ახალი შემთხვევების რაოდენობამ მას შემდეგ მოიმატა, რაც მთავრობის გადაწყვეტილებით, პროვინციებმა შეზღუდვების შერბილება დაიწყეს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის აზრით, ცვლილებების გარეშე ქვეყანაში, შესაძლოა, ჯანდაცვის სისტემა ჩამოინგრეს. ჯონს ჰოპკინსის ინსტიტუტის მონაცემებით, პაკისტანში კოვიდ-19-ის 113,702 შემთხვევა ფიქსირდება. გარდაცვლილია 2,255 ადამიანი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები