მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

WHO-ს ხელმძღვანელმა ტრამპებს სწრაფად გამოჯანმრთელება უსურვა

5f77160aaf061
ნათია თაქთაქიშვილი
02.10.20 17:20
1017
მსოფლიო ჯანდაცვის ორგნიზაციის (WHO) ხელმძღვანელმა ტედროს გებრეისუსმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს და მის მეუღლეს მელანია ტრამპს სწრაფად გამოჯანმრთელება უსურვა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

გამოცემის მიხედვით, ტრამპებს სწრაფად გამოჯანმრთელება, ასევე, მსოფლიოს სხვა ლიდერებმაც უსურვეს. განცხადებები გაავრცელეს ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, გერმანიის კანცლერმა, ასევე, თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტებმა.

ისრაელის პრემიერ-მინისტრის თქმით, ის და მისი მეუღლე ფიქრებით პრეზიდენტ ტრამპსა და პირველ ლედისთან არიან და მეგობრებს სრულ და სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებენ.

„საუკეთესო სურვილებს ვუგზავნი დონალდ და მელანია ტრამპებს. იმედი მაქვს, ისინი განიკურნებიან კორონავირუსისგან და სულ მალე სრულიად ჯანმრთელები იქნებიან“, – წერს გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა კი, ტრამპს „კარგი განწყობა და ოპტიმიზმი“ უსურვა, რაც  მისი თქმით, „აშშ-ის ლიდერს ვირუსთან გამკლავებაში დაეხმარება“.

თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ ტაიფ ერდოღანს კი იმედი აქვს, რომ ტრამპი და მისი მეუღლე კარანტინის პერიოდს გართულებების გარეშე გაივლიან და სრულად გამოჯანმრთელდებიან.

დონალდ და მელანია ტრამპებს სწრაფად განკურნება და ჯანმრთელობა უსურვა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმაც.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის ლიდერი და მისი მეუღლე კორონავირუსით პირველ ოქტომბერს დაინფიცირდნენ. ისინი იზოლაციაში იმყოფებიან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები