მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წილოსანი "ნამახვანჰესზე": ქსენოფობიურ განცხადებებთან მიმართებით არ გამოვრიცხავ ოკუპანტი ქვეყნის ინტერესებს

6078237d5f5db
BM.GE
15.04.21 15:32
1602
აგრარულ საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელი "ნამახვანჰესის" პროექტთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და არ გამორიცხავს, ქსენოფობიური განცხადებები, რაც კეთდება, ოკუპანტი ქვეყნის ინტერესებს ემსახურებოდეს. 

"ნამახვანჰესთან“ მიმართებით ბოლო პერიოდის მანძილზე იმდენად აწეულია ტემპერატურა და იმდენად დიდია საზოგადოების ინტერესი, რომ თითოეული ჩვენგანი ვართ ჩართული და ვგულშემატკივრობთ, რომ პროცესი რაც შეიძლება დროულად, წარმატებით დასრულდეს. წარმატებაში ვგულისხმობ იმას, რომ ის ადამიანები, რომლებიც ნამდვილად გულწრფელად შიშობენ, ფრთხილობენ და გულშემატკივრობენ ამ პროექტის განხორციელებას მხოლოდ და მხოლოდ სხვადასხვა უსაფრთხოების დაცვის მიზნით, რა თქმა უნდა, მათი მოთხოვნები უნდა გარკვეულწილად დაკმაყოფილდეს ან გაეცეს პასუხი, რასაც ვფიქრობ, რომ მინისტრები, რომლებსაც უშუალოდ ეკუთვნით ეს საკითხი, ცდილობენ და ასევე, არ გამოვრიცხავ იმას, რომ გარკვეულ საკითხებზე აუცილებელი იყოს კონსენსუსის მიღწევა.

მეორე მხრივ, ასევე ვხვდებით გარკვეულ ქსენოფობიურ განცხადებებს, რომელთა მიმართებაშიც, სრულიად არ გამოვრიცხავ ასევე ოკუპანტი ქვეყნის ინტერესებს, იმიტომ რომ თავად ინსვეტორის მიმართ და სხვადასხვა წარმომავლობის ადამიანების მიმართ მსგავსი კრიტიკული და ძალიან რადიკალური განცხადებების გაკეთება, რა თქმა უნდა, უბიძგებს ქვეყნის უსაფრთხოების კუთხით რისკებს, ამიტომ ამ კუთხით ვთვლი, რომ არ არის გამორიცხული, ამ ძალიან გახმაურებულ პროცესში იყოს არეული სხვადასხვა ძალიან ცუდი და მავნე ინტერესები", - აცხადებს ნინო წილოსანი.