მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წილოსანის თქმით, ადგილობრივ მწარმოებლებს ცოდნისა და ცნობიერების ნაკლებობა აქვთ

64807ed4a410a
თინათინ ნატმელაძე
07.06.23 17:43
802
"გვაქვს კადრების დანაკლისი, ისევე როგორც, მოსახლეობის და მწარმოებლების მხრიდან ცოდნის და ცნობიერების ნაკლებობა", -  ასე უპასუხა საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანმა BMG-ის კითხვას იმის შესახებ, თუ რა გამოწვევებს ხედავს ადგილობრივი წარმოების ბაზარზე. 

საქმე იმაშია, რომ დღეს თბილისში სურსათის უვნებლობის მსფოლიო დღესთან დაკავშირებული ღონისძიება გაიმართა, რომელსაც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. მათ სურსათის წარმოების გამოწვევებსა და გადაჭრის გზებზე ისაუბრეს.

ნინო წილოსანი აღნიშნავს იმასაც, რომ HACCP-ის სტანდარტი, რომელიც 1-ელი ივნისიდან საკვები პროდუქტის ყველა მწარმოებლისთვის სავალდებულო გახდა, სიტუაციას ბევრად გამოასწორებს.

"დასავლურ, ევროპულ სტანდარტებზე გადასვლა საკმაოდ დიდი გამოწვევაა. ჩვენ 2014 წლიდან, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების გაფორმების შემდეგ, არაერთი ცვლილება განვახორციელეთ საკანონმდებლო სივრცეში; მათი აღსრულებისთვის სააგენტოს მხრიდან ნამდვილად დიდი ძალისხმევაა განხორციელებული, თუმცა, რა თქმა უნდა, გვაქვს კადრების დანაკლისი, ისევე როგორც, მოსახლეობის და მწარმოებლების მხრიდან ცოდნის და ცნობიერების ნაკლებობა. HACCP სისტემა, რომლის დანერგვაც უკვე სავალდებულოა, რა თქმა უნდა, გაზრდის სურსათის უვნებლობის სტანდარტებს, ამიტომ მოლოდინი გვაქვს, რომ ყველა ეტაპი უკეთესობისკენ იქნება მიმრთული", - განაცხადა ნინო წილოსანმა.

შეგახსენებთ, რომ HACCP-ის სტანდარტის მიხედვით, ბიზნესი ვალდებულია, წინასწარ განსაზღვროს და გააკონტროლოს სურსათის წარმოება-რეალიზაციის პროცესში არსებული პოტენციური საფრთხეები და შესაბამისად, მომხმარებელს უვნებელი სურსათი მიაწოდოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები