სპორტული ეკიპირების ორი ბრენდის, Wilson-ის და Salomon-ის მფლობელი კომპანია Amer Sports-ი ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე დასალისტად ემზადება. ფინური კომპანია ამერიკის უდიდეს ბირჟაზე ასი ათას აქციას გაყიდის, რითაც $1.8 მილიარდის ინვესტიციის მოზიდვას შეეცდება, ანუ თითოეული აქციის ფასი $16-$18 შუალედში იქნება.
აღნიშნული გარიგება უდიდესი პირველადი საჯარო განთავსება იქნება 2023 წლის სექტემბრის შემდეგ, როცა ამერიკულ ბირჟაზე მიკროჩიპებისა და ნახევარგამტარების მწარმოებელი Arm-ი დაილისტა $5.23-მილიარდიანი ინვესტიციის სანაცვლოდ.
თავად ფინური Amer Sports-ი ჩინური ჰოლდინგის, Anta Sports Products-ის შვილობილი კომპანიაა, რომელიც, თავის წილ, Louisville Slugger-ის, Arc’teryx-ისა და Atomic-ის ბრენდებს აერთიანებს. გასული წლის სექტემბრის მონაცემებით, ფინური კომპანია ზემოხსენებული ბრენდების 260-მდე მაღაზიას ფლობს, რომელთა დიდი ნაწილი ჩინეთში მდებარეობს, რადგან კომპანიის შემოსავლის დიდი ნაწილი, სწორედ ჩინეთში გენერირდება.