მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Windows 11 მსოფლიოში 400 მილიონ მოწყობილობაზე არის ხელმისაწვდომი

Windows 11

მსოფლიოს რიგით მეორე ყველაზე ძვირად ღირებული კომპანია, ამერიკული Microsoft-ი, შესაძლოა, ერთგვარი გასაჭირის წინაშე აღმოჩნდეს - სწორედ ამაზე მიუთითებს მედიაში გავრცელებული ახალი ინფორმაცია, რომლის თანახმად Windows 11-ს, ანუ Microsoft-ის უახლეს საოპერაციო სისტემას მსოფლიოში ყოველთვიურად 400 მილიონი ადამიანი იყენებს.

ეს რაოდენობა შესაძლოა, მცირედ რიცხვად სულაც არ მოგეჩვენოთ, მაგრამ მნიშვნელოვანია არა უშუალოდ ეს ნიშანსვეტი, არამედ დრო, რომელიც Microsoft-ს მის მისაღწევად დასჭირდა. Windows 10-ის შემთხვევაში, მაგალითად, ამ ნიშნულს კომპანიამ გამოშვებიდან ერთ წელიწადში მიაღწია, რაც ერთბაშად 115%-ით უფრო სწრაფად მოხდა, ვიდრე Windows 7-ის შემთხვევაში. Microsoft-ის უკანასკნელ საოპერაციო სისტემას კი, ამისთვის სულაც ორი წელი დასჭირდა.

უახლესი საოპერაციო სისტემა ამერიკულმა გიგანტმა 2021 წლის ოქტომბერში გამოუშვა, მაგრამ ის მხოლოდ იმ კომპიუტერებზე იყო ხელმისაწვდომი, რომელთაც 2018 წლის შემდეგ გამოშვებული პროცესორები ჰქონდათ და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ უკანასკნელი თაობის Windows-ის გამოყენების მაჩვენებელი არც თუ ისე მაღალია, სწორედ ეს გახდა, რადგან მსოფლიოში მილიონობით მოწყობილობაა ისეთი, რომლის ჩიპი არც თუ ისე ახალია.

გამომდინარე იქიდან, რომ Windows 10-ის მხარდაჭერას, რომელსაც დღეს მილიარდზე გაცილებით მეტი მოწყობილობა იყენებს გლობალურად, Microsoft-ი 2025 წლის ოქტომბერში შეწყვეტს, თუ ამ დრომდე Windows 11-ის ან მისი შემცვლელის გამომწერთა რაოდენობა მკვეთრად არ გაიზარდა, Windows 10-ს, სავარაუდოდ, კიდევ დიდი ხანი ვერ დავემშვიდობებით. არადა, 2024 წელს Windows 12-ს უნდა ველოდოთ, რომელიც, დიდი ალბათობით, ხელოვნური ინტელექტით იქნება გამოტენილი.

"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები