ზამთრის და შესაბამისად ახალი წლის მოახლოების კვალდაკვალ, ამ პერიოდისთვის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტის შესახებ უნდა ვისაუბროთ და გაგაცნოთ ბრენდი, რომელიც უკვე 5 წელია მომხმარებელს პრემიუმ ხარისხის ნაძვის ხეებს სთავაზობს. „Winter Time შაკოსგან და ნინოსგან - ასე ჰქვია კომპანიას, რომელიც ძირითადად ხეების იმპორტზე და საცალო ვაჭრობაზეა ორიენტირებული თუმცა, უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ წელს კომპანიამ საქმიანობის სპექტრი გააფართოვა და საკუთარი დიზაინის ნაძვის ხეებიც შექმნა. რა ხედვებით და გეგმებით შემოვიდნენ ბაზარზე და როგორ ხვდება ბიზნესი ამ მიმართულებისთვის ყველაზე აქტიურ და დატვირთულ სეზონს?
სტუმრები: ნინო შენგელია - „Winter Time შაკოსგან და ნინოსგან“ დამფუძნებელი;
შაკო ბაბილუა - „Winter Time შაკოსგან და ნინოსგან“ დამფუძნებელი;