მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

წითელ ხიდზე 28,000 ლარის არადეკლარირებული ბრილიანტის თვლები და ოქროს ნაკეთობები ამოიღეს

5de74df496693
თელარა გელანტია
04.12.19 10:09
891
20 ნოემბრიდან 2 დეკემბრის ჩათვლით, საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,წითელი ხიდი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, აზერბაიჯანის მოქალაქეების ფიზიკური და კუთვნილი ავტომობილის დათვალიერების შედეგად, ჯამში 23,116.29 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქროს (254,63 გრამი) ნაკეთობები და ბრილიანტის თვლები (54 ცალი) გამოავლინეს.

საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ, ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით 27,968.35 ლარი შეადგინა.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, ჯამში 27,968.35 ლარის ოდენობით შეეფარდათ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები