მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წიწიბურას მთავარი საიმპორტო ბაზარი რუსეთია - რამდენით გაიზარდა იმპორტი?

63f8c1a92ba29
ვიქტორია მღებრიშვილი
25.02.23 22:07
905
2022 წელს საქართველომ სხვადასხვა ქვეყნიდან 6 მილიონ 626 ათასი დოლარის ღირებულების 6 403 ტონა წიწიბურა იყიდა. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ერთ-ერთი პირველადი მოხმარების საქონლის იმპორტის ღირებულება 2021 წლის მონაცემებთან შედარებით 38.9%-ით გაიზარდა.

გასული წლის განმავლობაში საქართველომ წიწიბურა ძირითადად 4 ქვეყნიდან შეიძინა. ამ სახის მარცვლეულის მთავარი საექსპორტო ბაზარი კი რუსეთი იყო. ამ ბაზარზე წიწიბურის იმპორტის 94.7% მოდიოდა.

ქვეყნების რეიტინგი:

1. რუსეთი - 6.2 მლნ დოლარი, 6 169 ტონა;
2. ყაზახეთი - 295 ათასი დოლარი, 210 ტონა;
3. არგენტინა - 37 ათასი დოლარი, 19 ტონა;
4. პოლონეთი - 13 ათასი დოლარი, 4 ტონა;

უმნიშვნელო მოცულობებით წიწიბურა გერმანიიდან, საფრანგეთიდან და იტალიიდან შემოვიდა.

რაც შეეხება მიმდინარე წლის მონაცემებს, საქართველომ იანვარში ჯამში 455.9 ათასი დოლარის 573 ტონა წიწიბურა შეიძინა. ეს მაჩვენებელი ღირებულებით 2022 წლის იანვრის იმპორტს 11.7%-ით, მოცულობით კი 58%-ით აღემატება. ერთი თვის სტატისტიკაზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ გასული წლის იანვართან შედარებით საერთაშორისო ბაზარზე წიწიბურის ფასი შემცირდა, რადგან იმპორტის რაოდენობის ზრდა, შეძენილი საქონლის ღირებულების ზრდას აღემატება.
აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ 5 წლის განმავლობაში იანვრის თვეში წიწიბურის იმპორტი მხოლოდ რუსეთიდან ხდებოდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები