home
category
tv live menu
EN
Loading data...

Wizz Air Abu Dhabi ქუთაისიდან ფრენის სიხშირეს ზრდის

Wizz Air Abu Dhabi საქართველოს მიმართულებით ფრენების სიხშირეს ზრდის. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი ფრენის განრიგის შესაბამისად, ავიაკომპანია მიმდინარე წლის 3 აგვისტოდან, აბუ დაბი-ქუთაისი-აბუ დაბის მიმართულებით დაამატებს კვირაში ორ სიხშირეს და ზაფხულის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე ფრენები შესრულდება კვირაში 9 სიხშირით.

სააგენტომ Wizz Air Abu Dhabi-ის გაზრდილი სიხშირით ოპერირების ნებართვა უკვე მიენიჭა.
საფონდო ბირჟები
საფონდო ბირჟები