უნგრული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Wizz Air ერევანში ბაზას ხსნის, რომელიც ავიაკომპანიისთვის რიგით 34-ეა.
ამასთან, ავიაკომპანია სომხეთის დედაქალაქიდან 6 ქვეყნის 8 ქალაქში ამატებს ფრენებს. ესენია: ჰამბურგი, მემინგენი, ნეაპოლი, ბარი, ბუქარესტი, პაფოსი, ნიცა, პრაღა.
როგორც ავიაკომპანიის სოციალურ ქსელშია აღნიშნული, ფასები 29.99 ევროდან დაიწყება.
"ეს არის კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი იმისათვის, რომ მოგზაურობა უფრო იაფი და ხელმისაწვდომი გახდეს ყველასთვის",- აღნიშნავენ ავიაკომპანიაში.
ცნობისთვის, რეგიონში Wizz Air-ის პირველი ბაზა 2016 წლის სექტემბერში, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში გაიხსნა. ავიაკომპანიამ საქართველოდან ოპერირება 2012 წელს დაიწყო.




























