მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Wizz Air-ი თბილისსა და ქუთაისში პილოტებისა და პილოტთა აკადემიის კანდიდატებისთვის ღია კარის დღეებს გამართავს

პილოტები

Wizz Air-ი 29 და 30 სექტემბერს თბილისსა და ქუთაისში ღია კარის დღეებს გამართავს.

კომპანიის ინფორმაციით, ღონისძიებებზე დასწრება შეუძლიათ როგორც გამოცდილ პილოტებს, ასევე პილოტობის კანდიდატებს, რომლებიც შეძლებენ, გაეცნონ ავიაკომპანიის კარიერულ შესაძლებლობებსა და პილოტთა აკადემიის პროგრამას.

"ღია კარის დღეები Wizz Air-ის მუდმივი ვალდებულების ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში საავიაციო ინდუსტრიის ტალანტების განვითარებასა და კარიერული გზების შექმნას როგორც ლიცენზირებული პილოტებისთვის, ისე პერსპექტიული კადეტებისა და იმ ახალგაზრდებისთვის, რომლებიც უკვე გადიან მომზადებას. ღია კარის დღეები ქუთაისსა და თბილისში მონაწილეებს მისცემს უნიკალურ შანსს, მეტი გაიგონ Wizz Air-ის კარიერული შესაძლებლობებისა და კომპანიის განვითარების შესახებ როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.

დამსწრეებს პირადად შეხვდება ავიაკომპანიის რეკრუტინგის გუნდი, რომლისგანაც მიიღებენ პირდაპირ ინფორმაციას იმ მოთხოვნებისაა და უპირატესობების შესახებ, რომლებიც Wizz Air-ში პილოტის კარიერას ახლავს, და გაეცნობიან Wizz Air Pilot Academy-ის მიერ შეთავაზებულ გზას", - აცხადებენ ავიაკომპანიაში.

ღონისძიებაზე დასწრება შეეძლებათ:

  • ლიცენზირებული პილოტები შესაბამისი გამოცდილებით;
  • კადეტ-პილოტები ან ისინი, ვინც ამჟამად გადიან საფრენო მომზადებას და უახლოეს მომავალში ელიან ლიცენზიას;
  • ისინი, ვინც განიხილავენ Wizz Air Pilot Academy-ში ჩართვას. აკადემიისთვის განკუთვნილ სესიებზე ყველა დონის გამოცდილება მისაღებია.

რეგისტრაცია შესაძლებელია ბმულზე: https://forms.office.com/e/d7rJuwM9ma
რეგისტრაციის დროს მონაწილეები თავად ირჩევენ რომელ ღონისძიებას დაესწრებიან. კომპანიის ცნობით, ადგილები შეიძლება შეზღუდული იყოს, ამიტომ სასურველია დროული რეგისტრაცია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები