Wizz air ქუთაისი-პარიზის მიმართულებით ფრებს ანახლებს. აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, დღეიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდმა დაბალბიუჯეტურმა ავიაკომპანია Wizz Air-მა მეორე ბაზირებულ საჰაერო ხომალდი დააბრუნა და ესტონეთისა და საფრანგეთის მიმართულებით ფრენები განაახლა.
ცოტა ხნის წინ, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ტალინის მიმართულებით პანდემიის შემდეგ პირველი პირდაპირი რეგულარული რეისი შესრულდა. ესტონეთის დედაქალაქში პირდაპირი რეგულარული რეისები ქუთაისიდან 1 აგვისტოდან კვირაში 2 სიხშირით ხოლო, პარიზის მიმართულებით - 4 აგვისტოდან თავდაპირველად, კვირაში ერთი სიხშირით შესრულდება.
ფრენის სიხშირეები გაიზრდება ათენის, ბერლინის, ბარსელონას, რიგის, დორტმუნდის, მემინგენის, მილანის, პრაღის, სალონიკის და ვროცლავის მიმართულებით. 2022 წლის 6 თვის მონაცემებით, Wizz Air ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ჯამურად 255,310 მგზავრს მოემსახურა და გადაყვანილი მგზავრების ოდენობის მიხედვით საქართველოს ავიაბაზრის ლიდერია.




























