მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წლევანდელ „შავ პარასკევს“ გაყიდვების მაჩვენებელი 9%-ით გაიზარდა - მაღალაშვილი

63846bf68eee3
თათია ჩაფიჩაძე
28.11.22 22:30
691
"რითეილ გრუპ ჯორჯიას“ ხელმძღვანელის რეზო მაღალაშვილის ინფორმაციით, 2022 წლის შავ პარასკევს გაყიდვების მაჩვენებელმა რეკორდულ 2021 წლის ანალოგიურ პერიოდს 9%-ით გადააჭარბა. როგორც „საქმიანი დილის“ ეთერში მაღალაშვილმა განაცხადა, ლიდერობდნენ „ზარას“ და „მასიმო დუტის“ მაღაზიები.

მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა ონლაინ ვაჭრობის მიმართულებითაც. ზრდა ამ შემთხვევაში 32%-ს შეადგენს.

„წლევანდელი „შავი პარასკევი“ ძალიან აქტიური იყო, 2021 წელს თუ შევადარებთ რომელიც თავის მხრივ რეკორდული იყო, ამ მონაცემებსაც 9%-ით გადააჭარბა ჩვენი მონაცემებით ცხადია, რომელიც 22 ბრენდის 52 მაღაზიას აერთიანებს. საგულისხმოა ის რომ ონლაინ გაყიდვებმა 32%-ით გადააჭარბეს გასული წლის მაჩვენებლებს. ონლაინ პლთფორმები უფრო სწრაფად „იქოქება“ მათ შორის „შავ პარასკევს.“

ძალიან ბევრი უცხოელი ტურისტი სტუმრობდა ჩვენს სავაჭრო ობიექტებს, თუმცა ეს ახალი არ არის, ამ წლის განმავლობაში შეიცვალა მომხმარებელი და უფრო საერთაშორისო გახდა.

უფრო დიდი აქტივობა იყო მაღალ საფასო კატეგორიაში, თუმცა ისეთი ბრენდები როგორიცაა „ზარა“ „მასიმო დუტი“ უფრო მეტ ტრაფიკს იზიდავდნენ. იგივე სურათი იყო ონლაინ მიმართულებითაც აქაც „ზარა“ ლიდერობდა,“ - განაცხადა მაღალაშვილმა.

კითხვაზე, რამდენად ესმით ქართველ რითეილერებს „შავი პარასკევის“ არსი და რამდენად დიდია შეთავაზებული ფასდაკლებები, მაღალაშვილი პასუხობს, რომ წლევანდელი „შავი პარასკევი“ ნამდვილად შავი იყო.“

„ქართველი რითეილერები თავდაპირველად უფრო სიფრთხილით ეკიდებოდნენ შავ პარასკევს და ხისტ კონკურენციაში შედიოდნენ უცხოურ საიტებთან, თუმცა ბოლო წლებია უახლოვდებიან და 2022 წლის „შავი პარასკევი“ ნამდვილად შავი იყო. ფანტასტიკური შეთავაზებები იყო ქსელებში მათ შორის ჩვენთან, სადღაც 50% მართლაც 50% იყო, ისეთი, როგორსაც მომხმარებელი ელოდა,“ - მიიჩნევს რეზო მაღალაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები