ტურისტული კომპანია Turebi.ge-ს აღმსარულებელი დირექტორი, ნინო ადამია დამსვენებლებს ურჩევს მოგზაურობა წინასწარ დადგეგმონ. როგორც მან “ანალიტიკაში” განაცხადა მოქალაქეებს მოგზაურობა ასე გაცილებით იაფი დაუჯდებათ.
“ტურიზმს ავიაბილეთებისა და სასტუმროს წინასწარ დაჯავშნა უყვარს. ეს ასე იყო 2019, 2021 და 2022 წელსაც, როდესაც კიდევ უფრო გაძვირდა ავიაბილეთები. წლევანდელმა გამოცდილებამ უფრო გვაჩვენა რომ ეს საკითხი მომავალში უნდა გავითვალისწინოთ. როდესაც გვირეკავენ და ტურის დაჯავშნა უნდათ ვეუბნებით, რომ მინიმუმ 3 ათას ლარამდე სჭირდებათ იმისთვის, რომ წავიდნენ მაგალითად იტალიაში, ესპანეთში და სხვა. ბიუჯეტური ავიაკომპანიების ფასებიც კი ძალიან გაძვირდა და აგვისტოში ერთი გზა 1300 ლარიდან იწყება. ამიტომ, ვთავაზობთ სექტემბერში, ოქტომბერსა და ნოემბერში დაჯავშნონ და უფრო ბიუჯეტურად დაისვენონ. შეძლებისდაგვარად მომხმარებელი ამ შეთავაზებაზე მოგვყვება”,-ამბობს ადამია.
მისივე თქმით, გასულ წელთან შედარებით მათ კომპანიას მომხმარებელი დაახლოებით 70%-ით გაეზარდა, რასაც ტურისტული კომპანიის ხელმძღვანელი უმთავრესად პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების მოხსნას უკავშირებს.
“თითქმის ყველა მიმართულებით საზღვარი გახსნილია. PCR და სწრაფი ტესტი არის ის მაქსიმუმი, რაც შეიძლება მოქალაქეს დასჭირდეს. უკვე აღარ არის სავალდებულო ვაქცინის დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და ბუსტერ დოზა”,-ამბობს ნინო ადამია.




























