მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წლის პირველ ნახევარში გერმანიამ ოფშორული ქარის სადგურების მოცულობა 3.1%-ით გაზარდა

64c12991c44e5
სალომე ხიდურელი
26.07.23 23:00
520
2023 წლის პირველ ნახევარში გერმანიაში ოფშორზე დამონტაჟებული ქარის ელექტროსადგურების რაოდენობა 3.31%-ით გაიზარდა და მათმა საერთო მოცულობამ 8385 მეგავატი შეადგინა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ინდუსტრიის წარმომადგენლები მთავრობისგან ფინანსური მოგების უკეთეს გარანტიებს მოითხოვენ, რათა ელექტროსადგურების მონტაჟის ტემპი შეინარჩუნონ და 30 ათას მეგავატიან მოცულობას 2030 წლისთვის მიაღწიონ.

გერმანიის სამომავლო გეგმებში 2030 წლისთვის საერთო მოხმარებაში განახლებადი ენერგიის 80%-იან მაჩვენებლამდე ზრდაა, რაც დღეისათვის გერმანული ელექტროენერგიის გენერაციის მხოლოდ 50%-ია.

“რამდენიმე წლიანი სუსტი მუშაობის შემდეგ, ინდუსტრია მზადაა, დიდ შედეგებზე გასასვლელად მასობრივი პროექტები აწარმოოს” - განუცხადა განახლებადი ენერგიის კომპანიათა გაერთიანების წარმომადგენელმა უცხოურ მედიას.

ივლისის თვის დასაწყისში სახელმწიფომ 7000 მეგავატიანი ტენდერი გამოაცხადა, რომელიც ორმა მსხვილმა ნავთობ-კომპანიამ მოიგო. შეთანხმების პირობებით, კომპანიები სახელმწიფოს ოფშორული ადგილის განვითარებისთვის რეკორდულ 12.6 მლრდ ევროს გადაუხდიან, რამაც ინდუსტრიის წევრების აღელვება გამოიწვია.

საქმე იმაშია, რომ ტენდერის პირობები მცირე კომპანიებისათვის მოგებაზე გასვლის შესაძლებლობას აღარ ტოვებს. გაერთიანების მთავარი მოთხოვნა ტენდერის პირობების გადახედვაა, რათა მსგავსი მასშტაბის განვითარებამდე მიღწევა უფრო რეალური გახდეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები