მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მწვანე ენერგიის ღირებულება, ელექტროსადგურების მონტაჟის ზრდასთან ერთად, საგრძნობლად მცირდება

64b7fc695fed6
სალომე ხიდურელი
22.07.23 16:35
688
Rocky Mountain Institute (RMI)-ის ახალი კვლევის თანახმად, მზისა და ქარის პროექტების ზრდით, 2030 წლისთვის განახლებადი რესურსები მსოფლიო ელექტროენერგიის ⅓-ს გამოიმუშავებს.

სექტორის მსგავსი ტემპით ზრდის გამო, მზისა და ქარის ელექტროსადგურები მსოფლიო ენერგიის 33%-ს გამოიმუშავებს - ეს მაჩვენებელი ახლანდელი მონაცემებით 12%-ზეა. კვლევის თანახმად, ეს წიაღისეული საწვავით გამომუშავებული ენერგიის შემცირებასა და ელექტროენერგიაზე ფასების კლებას გამოიწვევს.

კვლევის თანახმად, მზის ენერგიის ღირებულება, რომელიც ისედაც არის ელექტროენერგიის ყველაზე იაფი საშუალება, შემცირდება და მეგავატ-საათის ფასი $40-დან $20-მდე დაიკლებს.

RMI მწვანე ენერგიაზე კონცენტრირებული ამერიკული ნონ-პროფიტ ორგანიზაციაა, რომელმაც კვლევა “ბეზოსის დედამიწის ფონდთან” პარტნიორობით აწარმოა. $10 მლრდ-იანი ფონდი Amazon-ის მფლობელი ჯეფ ბეზოსის შექმნილია და კლიმატის ცვლილებისთვის გამოსავლის პოვნას ეძღვნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები