მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელმა ევროპულმა ქვეყანამ გამოიმუშავა ყველაზე მეტი მზის ენერგია 2022 წელს?

64899bbb36097
სალომე ხიდურელი
15.06.23 00:00
1898
ახალი კვლევის თანახმად, გასულ წელს სახურავებზე მზის პანელების ინსტალაციების რაოდენობა მსოფლიოს მასშტაბით 49%-ით გაიზარდა. სახურავის პანელების მიერ გამომუშავებული 118 მილიარდი ვატი საკმარისი აღმოჩნდა გლობალურად 36 მილიონი სახლისათვის. კვლევა SolarPower Europe-მ ჩაატარა.

მზის ენერგია, საერთო ჯამში, 45%-ით გაიზარდა და 1.2 ტრილიონი ვატი შეადგინა, რაც იმას ნიშნავს, რომ განახლებადი ენერგია 2023 წლის მანძილზე საათში 1,612 ტერავატ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს, რაც ევროკავშირის საერთო მოთხოვნის 57%-ია.

2022 წელს იმ ქვეყნების რაოდენობა, რომლებიც 1 გიგავატზე მეტ დადგმულ სიმძლავრეს ფლობენ, 12-დან 26-მდე გაიზარდა. კვლევა იმასაც ვარაუდობს, რომ ამიერიდან ყოველწლიურად 50 ქვეყანაზე მეტი ქვეყანა გამომიმუშავებს 1 გიგავატზე მეტ მზის ენერგიას.

ევროკავშირის წევრი Top 5 ქვეყანა, რომლებიც ყველაზე მეტ მზის ენერგიას გამომიმუშავებენ:
  1. ესპანეთი
  2. გერმანია
  3. პოლონეთი
  4. ნიდერლანდები
  5. იტალია
26 ქვეყანა, რომელიც წლის განმავლობაში 1 გიგავატზე მეტ სიმძლავრეს გამოიმუშავებს:
  1. ჩინეთი
  2. აშშ
  3. ინდოეთი
  4. ბრაზილია
  5. ესპანეთი
  6. გერმანია
  7. იაპონია
  8. პოლონეთი
  9. ნიდერლანდები
  10. ავსტრალია
  11. სამხერთ კორეა
  12. იტალია
  13. საფრანგეთი
  14. ტაივანი
  15. ჩილე
  16. დანია
  17. თურქეთი
  18. საბერძნეთი
  19. სამხრეთ აფრიკა
  20. ავსტრია
  21. გაერთიანებული სამეფო
  22. მექსიკა
  23. უნგრეთი
  24. პაკისტანი
  25. ისრაელი
  26. შვეიცარია

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები