მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Women Create Business - ახალი ინიციატივა SGBA-სგან

საქართველოში ქალები სულ უფრო აქტიურად და გაბედულად ქმნიან ბიზნესს = მარკეტინგი, ესთეტიკა, დიზაინი, ჯანდაცვა თუ ონლაინ ვაჭრობა, ფაქტობრივად არ არსებობს სფერო, სადაც ქალი მეწარმეები დღეს თავის სიტყვას არ ამბობენ და თან ძალიან წარმატებულად. თუმცა, ნებისმიერი ბრენდის შენებისას, მთავარ გამოწვევად კვლავ რჩება ცნობადობის ამაღლება, გაყიდვების ზრდა და საიმედო პარტნიორების მოძიება. ზუსტად ამ გამოწვევების საპასუხოდ, „წარმატებული ქართული ბიზნეს ასოციაციის“ ორგანიზებით, სტარტს იღებს სრულიად პლატფორმა, სახელწოდებით - “ქალი ქმნის ბიზნესს” / პროექტის კულმინაცია 10 ივნისს, სასტუმრო პულმანში შედგება, სადაც ერთ სივრცეში 100 მეწარმე ქალი გაერთიანდება. ინიციატივა ორ ძირითად ნაწილს აერთიანებს: პირველი, ეს არის ბიზნეს სამიტი თემაზე - „როგორ შევქმნა წარმატებული ბრენდი“, სადაც წამყვანი ლიდერები ისაუბრებენ მარკეტინგზე, HR-სა და ხელოვნურ ინტელექტზე, ამის პარალელურად კი, არანაკლებ ყურადღება გამახვილდება B2B მიმართულებაზე, მეწარმეებს ექნებათ ადგილზე გაყიდვებისა და ახალი კავშირების დამყარების რეალური შესაძლებლობა.

სტუმარი: მაია ტატულაშვილი - “წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის” (SGBA), დამფუძნებელი და პრეზიდენტი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები