მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
EN
Loading data...

Wondernet Express Investment Group უკრაინას გენერატორებსა და მედიკამენტებს გაუგზავნის

კომპანია Wondernet Express Investment Group უკრაინას გენერატორებსა და მედიკამენტებს გაუგზავნის. კომპანიაში ამბობენ, რომ ისინი უკრაინის მხარდაჭერას კვლავ გააგრძელებენ.

„ჩვენი კომპანია, მისი დამფუძნებლის, დიმიტრი აბდუშელიშვილის, ინიციატივით, აგრძელებს უკრაინელი ხალხის დახმარებას. მოგეხსენებათ, გაზაფხულზე, ჩვენ მილიონი ლარის ღირებულების მედიკამენტები და პირველადი საჭიროების ნივთები გავაგზავნეთ უკრაინაში. ამჯერად, მათი საჭიროებებიდან გამომდინარე, ვუგზავნით მაღალი და საშუალო სიმძლავრის გენერატორებსა და მედიკამენტებს.

უკრაინელ ხალხს გამძლეობასა და ამ კონფლიქტის, რაც შეიძლება მალე, დასრულებას ვუსურვებთ. ჩვენი კომპანია კვლავ გააგრძელებს მათ გვერდში დგომას და მცირედი წვლილის შეტანას ჩვენი მეგობარი ერის დახმარების საქმეში“, - ნათქვამია კომპანიის Facebook გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
საფონდო ბირჟები
საფონდო ბირჟები