კარიბის ზღვის აუზში მდებარე, ორი კერძო კუნძული, რომელიც გარდაცვლილ ფინანსისტს, ჯეფრი ეპშტეინს ეკუთვნის, 125 მილიონ დოლარად იყიდება. ამის შესახებ ინფორმაცია პირველად The Wall Street Journal-მა გაავრცელა და ეპშტეინის ქონების ადვოკატთან და აგენტთა სიაც დააადასტურა.
აშშ-ის ვირჯინიის კუნძულებზე მდებარე პატარა და დიდი სენტ ჯეიმსი ეპშტეინმა, 1998 და 2016 წლებში 7,95 და 18 მილიონ დოლარად შეიძინა.თავად კი, 2019 წლის ივლისში, ძალადობის გამო დაადანაშაულეს და დააკავეს, ხოლო მოგვიანებით მილიარდერმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა კუნძულები დროთა განმავლობაში ტურისტულ ატრაქციად გადაკეთდა. პატარა სენტ ჯეიმსი ითვლება, რომ ეპშტეინის მთავარი რეზიდენცია იყო - ასევე ცნობილია თავისი აყვავებული, ავთენტური ბუნებით, სანაპიროთი და იზოლირებული მდებარეობით. მახასიათებლებში შედის ასევე ფლამინგოებით სავსე ლაგუნა, ვილის სტილის შენობა, ბიბლიოთეკა და კინოთეატრი.
პატარა წმინდა ჯეიმსი ასევე ცნობილია იმით, რომ ტერიტორიაზე არსებული ტაძრის გუმბათი მოოქრულია, ხოლო მისმა უჩვეულო ნაგებობამ საზოგადოებაში უამრავი კითხვა და თქმულება გააჩინა. ეპშტეინის ქონების ადვოკატის, დანიელ ვაინერის თქმით, კუნძულების გაყიდვიდან მიღებული თანხა გამოყენებული იქნება სასამართლო პროცესების დაფარვისა და ქონების მართვის ხარჯების დასაფარად. თუმცა მიუხედავად ამისა, ეპშტეინი კიდევ ბევრ ქონებას ფლობდა, მათ შორის სასახლეს პალმ-ბიჩზე, ფლორიდაში, რეზიდენციას მანჰეტენზე და რანჩოს ნიუ-მეხიკოში.
ინფორმაციისთვის, ეპშტეინი ბრუკლინში გაიზარდა და თავდაპირველად Vanity Fair-ში ფინანსისტად მუშაობდა. მოგვიანებით, 1982 წელს კი, მან თავისი ფირმა - J. Epstein & Co შექმნა და ქონების დაგროვებაც დაიწყო , თუმცა ის როგორც ბიზნესში, ასევე პირად ცხოვრებაშიც ცუდი რეპუტაციით სარგებლობდა და ასევე ჩადენილი არაერთი დანაშაულის გამო იყო დაკავებული.




























