მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

www.mihouse.ge VS მომხმარებელი - რა გადაწყვეტილება მიიღო კონკურენციის სააგენტომ?

მიჰაუსი

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ, სამშენებლო მასალების სექტორში, მომხმარებლის სასარგებლოდ, მოვაჭრე www.mihouse.ge-სთან პირობითი ვალდებულების ხელშეკრულება გააფორმა.

"სააგენტოსა და სამშენებლო მასალების ჰიპერმარკეტ - ჰუალინგთან გაფორმებული შეთანხმების თანახმად, კანონის სავარაუდო დარღვევის აღმოსაფხვრელად, მოვაჭრეს დაევალა:

·გამოასწოროს კომპანიის შიდა პოლიტიკა და კანონის მოთხოვნებს შეუსაბამოს;

·მომხმარებელს ქართულ ენაზე - მკაფიოდ, გასაგებად და სრულად მიაწოდოს კანონით განსაზღვრული ინფორმაცია;

·უზრუნველყოს საქონელზე გასაყიდი ფასის მკაფიო და გასაგები ფორმით მითითება;

·მომხმარებლისთვის საჭირო ინფორმაცია განათავსოს როგორც ადგილზე, ასევე ოფიციალურ ვებ.გვერდზე www.mihouse.ge

·ჩამოაყალიბოს კანონთან შესაბამისი მკაფიო საგარანტიო პირობები;

·შეიმუშაოს დისტანციურ ხელშეკრულებაზე უარის თქმის პირობები და მისი მომხმარებლისათვის გაცნობის წესი.

სააგენტოს გადაწყვეტილებით, ხელშეკრულების თანახმად, მოვაჭრეს განესაზღვრა 2 თვის ვადა - სავაჭრო პოლიტიკის გამოსასწორებლად და მომხმარებელთა, სავარაუდოდ, დარღვეული უფლებების აღსადგენად", - ნათქვამია კონკურენციის სააგენტოს ინფორმაციაში.

ინფორმაციისთვის: მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით, 2022 წლის 1 ნოემბრიდან 2023 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, 578 განაცხადი დაფიქსირდა, საიდანაც 340 განცხადებაზე საქმის შესწავლა დაიწყო. აღნიშნულ პერიოდში, სააგენტოს გადაწყვეტილებით, დადასტურდა მომხმარებელთა ჯგუფის უფლების 56 დარღვევის ფაქტი, ხოლო 7 შემთხვევაში არ დადასტურდა. საანგარიშო პერიოდში, მომხმარებლის სასარგებლოდ, პირობითი ვალდებულების აღების შესახებ 98 შეთანხმება გაფორმდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები