მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წყალტუბოს მუნიციპალიტეტმა 543.7 ათასი ლარის ღირებულების ქონება არასათანადოდ განკარგა - აუდიტი

62508af78045f
ალა ისპირიანი
08.04.22 23:16
768
წყალტუბოს მუნიციპალიტეტმა 543.7 ათასი ლარის ღირებულების ქონების პრივატიზების პროცესი ისე ვერ წარმართა, რომ საინვესტიციო პირობები დროულად შესრულებულიყო - ამის შესახებ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2019-2020 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის ანგარიშშია ნათქვამი.

როგორც დოკუმენტში წერია მუნიციპალიტეტი არა საკუთარი, არამედ ქონების შემძენის ინტერესების სასარგებლოდ მოქმედებდა, რადგან პირობების შეუსრულებლობისათვის ხელშეკრულება არ შეწყვიტა და გარანტიის თანხა არ მოითხოვა.

აღსანიშნავია, რომ ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 წლის შემდეგაც საინვესტიციო ვალდებულებები და ქონების გასხვისების დაგეგმილი მიზანი შეუსრულებელია.

„მუნიციპალიტეტმა ელექტრონული აუქციონის გზით2016 წელს საინვესტიციო პირობებით გაყიდა თავისივე საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობა – ღირებულებით 543.7 ათასი ლარი.

ხელშეკრულების მიხედვით მყიდველს არაუმეტეს 24 თვის ვადაში უნდა განეხორციელებინა უძრავი ქონების მშენებლობა/რეაბილიტაცია, ექსპლოატაციაში მიღება, აღჭურვა, ფუნქციონირების დაწყება და ეზოს კეთილმოწყობა, რისთვისაც უნდა მოეხდინა არანაკლებ 1 მლნ ლარის ინვესტიცია.

საინვესტიციო პირობის შესრულების ვადა დასრულდა 2018 წლის აგვისტოში. წარმოდგენილი დოკუმენტების მიხედვით, მყიდველმა აღნიშნულ ვადაში განახორციელა 1 მლნ ლარის ინვესტიცია, თუმცა ვერ შეძლო დარჩენილი პირობების შესრულება.70 ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, 2018 წლის აგვისტოში შპს-ს მიეცა წერილობითი გაფრთხილება, დარღვევის გამოსწორების ვადად განესაზღვრა 2019 წლის თებერვალი და დაეკისრა პირგასამტეხლო 271.8 ლარის ოდენობით.

აღსანიშნავია, რომ შპს-მ ვერც კორექტირებულ დროში შეძლო შენობის დასრულება და ექსპლოატაციაში მიღება. მერიამ კიდევ 4-ჯერ გააფრთხილა მეწარმე სუბიექტი და საბოლოო ვადად განუსაზღვრა 2022 წლის 30 მაისი. აუდიტის მიმდინარეობისას საინვესტიციო პირობა შესრულებული არ იყო – ობიექტი დაუსრულებელია. მერიამ აუქციონის პირობების შეუსრულებლობისათვის შპს დააჯარიმა სულ − 1.4 ათასი ლარის ოდენობით.
აღსანიშნავია, რომ ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, მყიდველს წარმოდგენილი აქვს 100.0 ათასი ლარის საბანკო გარანტია საინვესტიციოვალდებულების 10%-ის ოდენობით. მუნიციპალიტეტი მოქმედებდა არა საკუთარი, არამედ ქონების შემძენის ინტერესების სასარგებლოდ – პირობების შეუსრულებლობისათვის ხელშეკრულება არ შეწყვიტა და გარანტიის თანხა არმოითხოვა.

მუნიციპალიტეტმა ქონების პრივატიზების პროცესი ვერ წარმართა ისე, რომ საინვესტიციო პირობები შესრულებულიყო დროულად. ხელშეკრულებით განსაზღვრულმა დაბალმა პირგასამტეხლომ ვერ უზრუნველყო საინვესტიციო ვალდებულებების დაგვიანებით შესრულების პრევენცია. ასევე, მერიამ ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის არ გაატარა სახელშეკრულებო პირობებით გათვალისწინებული ღონისძიებები და გარანტიის მექანიზმი არ გამოიყენა“, - ნათქვამია აუდიტის ანგარიშში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები