მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წყნეთში ტაძარი დაიკეტა - მიზეზი მოქალაქეა, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა

5e9969d5464e2
ინგა მურუსიძე
17.04.20 12:33
2993
წყნეთში, ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი დაიკეტა, ხოლო მისი მოძღვარი თვითიზოლაციაშია.

როგორც მოძღვარი, მამა იოანე მედიასთან საუბარში აცხადებს, მასთან იმყოფებოდა ქალბატონი, რომელმაც აღსარება ჩააბარა და შემდეგ მონასტერი მალე დატოვა.

მისივე ინფორმაციით, გუშინ გვიან ღამით გახდა ცნობილი, რომ აღნიშნულ მოქალაქეს კორონავირუსი დაუდასტურდა და შესაბამისად, ტაძარი დაიკეტა, ხოლო მოძღვარი თვითიზოლაციაში გადავიდა.

მონასტერში ეპიდემიოლოგები მუშაობენ და ტაძარში დეზინფექცია ჩატარდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები