მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

X-მა დამოუკიდებელი მესენჯერი XChat-ი წარადგინა

xchat

მსოფლიოში უმდიდრესი ადამიანის, ილონ მასკის სოციალურმა ქსელმა X-მა iOS-ის მომხმარებლებისთვის დამოუკიდებელი აპლიკაცია XChat-ი წარადგინა. პლატფორმა ერთმანეთთან დაკავშირებულ ადამიანებს შორის მიმოწერას, ფაილების გაზიარებასა და აუდიო-ვიდეო ზარების განხორციელებას უზრუნველყოფს. აღსანიშნავია, რომ ეს სიახლე ილონ მასკის “ყოვლისმომცველი აპლიკაციის“ შექმნის ერთ-ერთი პირველი ეტაპია. არსებული ინფორმაციით, მას მალე დაემატება საგადასახადო სისტემა.

ახალი მესენჯერი მომხმარებლებს შეტყობინებების რედაქტირების, მათი წაშლისა და ე.წ. სკრინშოტების გადაღების დაბლოკვის ფუნქციებს სთავაზობს. როგორც კომპანიაში აცხადებენ, XChat-ი სრულად არის დაცული რეკლამებისა და თრექინგის მექანიზმებისგან. X-ში ამტკიცებენ, რომ აპლიკაციას აქვს ე.წ. end-to-end დაშიფვრის სისტემა, რათა მესამე პირმა ვერ შეძლოს მიმოწერაზე წვდომა. ამასთან, აპლიკაციის გამოსაყენებლად რეკომენდირებულია PIN-კოდის ქონა. მიუხედავად კომპანიის მტკიცებისა, უსაფრთხოების ექსპერტები მასკის სოციალური მედიის პლატფორმის სანდოობას ეჭვქვეშ აყენებენ.

აღსანიშნავია, რომ XChat-ის გამოსვლასთან ერთად ცვლილებები შევიდა თავად პლატფორმა X-შიც, რომელსაც ფუნქციების ნაწილი გაუუქმდა. არსებული ინფორმაციით, ყველა იმ საკომუნიკაციო ინსტრუმენტის გამოყენებას, რაც X-ზე აღარაა ხელმისაწვდომი, მომხმარებლები სწორედ ახალ მესენჯერში შეძლებენ. ეს ნაბიჯი მიზნად XChat-ის მომხმარებელთა რაოდენობის სწრაფ ზრდას ისახავს. პროექტის წამყვანი დიზაინერი, ბენჯი ტეილორი აცხადებს, რომ მესენჯერის განვითარება კიდევ უფრო აქტიურ ფაზაში შევა და ის მომხმარებლებთან ურთიერთობის სრულიად ახალ გამოცდილებას შექმნის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები