მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის საკუთრებაში არსებული სოციალური ქსელი X-ი განვითარებას განაგრძობს. ამჯერად, სოცქსელში დაშიფრული საკომუნიკაციო პლატფორმა XChat-ი გამოჩნდა, რომელიც ილონ მასკის მიერ “ყველაფრის აპლიკაციის”, იგივე “სუპერ აპის” შექმნისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია.
მილიარდერის თქმით, XChat-ში მომხმარებლისთვის კარგად ნაცნობი ფუნქციონალი გამოჩნდება, მათ შორის დაშიფრული მიმოწერა და აუდიო-ვიდეო საუბარი, შეტყობინებების ავტომატური წაშლა და ნებისმიერი ფაილის გაგზავნა. მისივე თქმით, ჩატი ისევე დაიშიფრება, როგორც ბიტკოინი.
აღნიშნული ფუნქცინალი სრულად ჯერ არ გაშვებულა, მაგრამ X-ის ფასიანი გამოწერის მფლობელების ნაწილმა განახლება უკვე მიიღო. სიახლე, რომელიც ილონ მასკმა გაავრცელა, პრინციპში, არავის გაჰკვირვებია, რადგან დაფიშვრა ის ფუნქციონალია, რომელიც X-ში აუცილებლად უნდა ჩაშენდეს, თუკი მილიარდერს მართლას “ყველაფრის აპლიკაციის” შექმნა სურს, რომელშიც, მათ შორის, გაცნობის აპლიკაცია და ციფრული ბანკი ჩაშენდება. ეს დაახლოებით ისაა, რაც ჩინეთში WeChat-ი ან ყაზახეთში Kaspi. დაახლოებით ასეთივე აპლიკაციაზე მუშაობს OpenAI-ის დამფუძნებელი, სემ ოლტმენი.




























