მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხაშურის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციისთვის 225 მლნ ლარია გათვალისწინებული

637b7d92570f4
BM.GE
21.11.22 17:55
716
"უახლოეს დღეებში, „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ გააფორმებს ხელშეკრულებას ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან ხაშურის წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების სრული რეაბილიტაციის პირველი ლოტის სამუშაოებზე და სამობილიზაციო სამუშაოები მყისიერად დაიწყება,“-ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ მთავრობის სხდომის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მინისტრის თქმით, პროექტის ფარგლებში, მოეწყობა, დაახლოებით 160 კმ წყალმომარაგების მილი და 45 კმ წყალარინების ქსელი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი წყალარინების გამწმენდი ნაგებობა.

რეაბილიტაცია ჩაუტარდება და განვითარდება სასმელი წყლის სათავე ნაგებობა, რეზერვუარები და ჩატარდება სხვა აუცილებელი სამუშაო.

"მთლიანობაში პროექტი, რომელიც სამი ლოტისაგან შედგება, 225 მილიონი ლარის ღირებულებისაა და მისი დასრულების შემდეგ 24 000 ბენეფიციარი 24-საათიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს. პროექტი ფინანსდება საქართველოს მთავრობისა და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს მიერ და წარმოადგენს ერთ-ერთ იმ დიდ და მნიშვნელოვან პროექტს, რომლის ფარგლებშიც, 2025 წლის ბოლომდე ყველა ქალაქში გვექნება 24-საათიანი წყალმომარაგება“, - განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები