მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი

63c125e95517f
მარიამ დემეტრაშვილი
13.01.23 16:30
21308
ბიზნესი კვლავ კადრების დეფიციტის პრობლემაზე საუბრობს. კომპანია „კულას“ გენერალური დირექტორი ამბობს, რომ ხელფასების მატების მიუხედავად, კადრების გადინება მაღალია.

ვანო გოგლიძის თქმით, სამსახურიდან წასული მუშახელის უმეტესობა საზღვარგარეთ ცდილობს დასაქმებას, თუმცა მათი მოლოდინი, რომ იქ უფრო მაღალ ხელფასს აიღებენ, არ მართლდება.

„გორის რაიონში ახალი საწარმო გავხსენით, სადაც 30 ადამიანი დავასაქმეთ. ასევე, ჩვენს ცენტრალურ საწარმოშიც გავზარდეთ თანამშრომლების რაოდენობა, თუმცა კადრების გადინებაც მაღალია. მათი ნაწილი საზღვარგარეთ მიდის და იქ ეძებს სამსახურს. განსაკუთრებით დეფიციტურია კვალიფიციური კადრები.

ჩვენ უკვე მეორეჯერ გავზარდეთ ხელფასები. 2022-შიც გავზარდეთ და ახლაც, 2023 წლის დასაწყისშიც მოვამატეთ. ყველას ჰგონია, რომ საზღვარგარეთ უფრო მეტ ხელფასს აიღებენ, თუმცა ის ადამიანები, რომლებიც უკან, საქართველოში ბრუნდებიან, ამბობენ: „აქაც რომ ისე ვიმუშაოთ, როგორც იქ გვამუშავებენ, აქ იმაზე მეტ ხელფასს ავიღებთო“, - თქვა ვანო გოგლიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები