მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხელისუფლების წევრების რეაქციები ქმნის ჩრდილს, რომ რუსეთი აქ სანქციების ასარიდებლად სივრცეს იპოვის - კოლომინა

646e62489f968
ალა ისპირიანი
24.05.23 23:13
847
ჩვენ არ მოგვწონს მოსკოვის ეს გადაწყვეტილება, მაგრამ ეს არის ცალმხრივი გადაწყვეტილება. შეშფოთება უფრო ეხება რეაქციებს, რომლებიც ვიხილეთ პარლამენტისა და მთავრობის ზოგიერთი წევრისგან, – ამის შესახებ სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ხავიერ კოლომინამ რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენის საკითხზე განაცხადა.

მისი თქმით, ახლა ყველა უკრაინის გვერდით უნდა ვიყოთ: "ამას ველით საქართველოსგან და ყველა პარტნიორისგან".

„მოსკოვისგან ასეთი გადაწყვეტილება არ მოგვწონს, მაგრამ ეს ცალმხრივი გადაწყვეტილება იყო. შეშფოთება უფრო რეაქციებს ეხება, რომლებიც თქვენი პარლამენტის ზოგიერთი წევრისგან, მთავრობის წევრისგან ვნახეთ, ვინაიდან, კრიტიკული მომენტია, რომ უკრაინის მხარდაჭერა გავაგრძელოთ, რაც პრიორიტეტია ყველა ჩვენგანისთვის და პრიორიტეტი უნდა იყოს ყველა ჩვენი პარტნიორისთვისაც, მაგრამ ასევე იმიტომ, რომ გარკვეულ სივრცეს ქმნის რუსეთის მიერ სანქციებისთვის პოტენციური გვერდის ავლისთვის.

თქვენ ხელისუფლებას ველაპარაკებოდით იმ სამუშაოზე, რომელსაც აკეთებენ სანქციების გვერდის ავლის არდასაშვებად, კარგ სამუშაოს ასრულებენ ბევრ ასპექტში, მაგრამ რეაქციები, რომლებიც ვნახეთ, როგორც მინიმუმ ჩრდილს ქმნის, იმ პოტენციალისთვის, რომ რუსეთი რაღაც სივრცეს იპოვის აქ, რათა სანქციებს გვერდი აუაროს.

საკმაოდ მკაფიონი ვიყავით, რომ ეს არ უნდა მოხდეს და თქვენს ხელისუფლებას მოვუწოდეთ, რომ შესაბამისი ზომები მიიღოს, რათა ეს არ დაუშვას”, - განაცხადა კოლომინამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები