მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხელვაჩაურის ინდუსტრიულ ზონაში 1 500 სამუშაო ადგილი შეიქმნება - თორნიკე რიჟვაძე

611ba32d0b0e9
ვიქტორია მღებრიშვილი
17.08.21 16:20
878
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მეთაურის თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, ხელვაჩაურში 1 500-ზე მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნება. ამის შესახებ მან ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატის წარდგენის ღონისძიებაზე თქვა.

მისი თქმით, პანდემიის მართვასთან ერთად არც ერთ პროექტი არ გაჩერდება და ისინი კიდევ უფრო მეტი შემართებით, უფრო მეტი დინამიკით შესრულდება.

„განსაკუთრებით ხელვაჩაურში განვახორციელებთ იმ პროექტებს, რომელიც წელს უკვე დაგეგმილი გვაქვს. არსებული უპრეცენდენტო ბიუჯეტის ფარგლებში მხოლოდ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში 10 კმ-ზე მეტი გზა დაიგება წლის განმავლობაში, აშენდება 2 ახალი სკოლა და 7 სკოლის რეაბილიტაცია განხორციელდება.

აქ ძალიან ახლოს ვითარდება ხელვაჩაურის ინდუსტრიული ზონა, სადაც 20-ზე მეტი საინვესტიციო პროექტი ხორციელდება. ჯამში ეს მოგვცემს საშუალებას, რომ აქ 1 500 სამუშაო ადგილი შეიქმნას“, - განაცხადა რიჟვაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები