მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Xerox-ი რუსეთიდან გადის

xerox

კომპანია Xerox-ი რუსეთის ბაზარს ტოვებს, - ამის შესახებ განცხადება კომპანიამ 2023 წლის 10 ოქტომბერს გამოაქვეყნა. 

"რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის დაწყებისას Xerox-მა შეზღუდა თავისი ოპერაციები რუსეთში. რაც შეეხება შეზღუდულ ოპერაციებს, ისინი სანქციების სრული დაცვით, მხოლოდ კონკრეტულ კლიენტებთან და პარტნიორებთან ურთიერთობას მოიცავდა. Xerox ტოვებს დარჩენილ ოპერაციებს რუსეთში და რუსული შვილობილი კომპანიის გაყიდვით, ბიზნესს ადგილობრივ მენეჯმენტს გადასცემს”, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

ამასთან, Xerox Holdings Corporation-მა 2022 წლის მარტში  უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტთან დაკავშირებით შემდეგი განცხადება გაავრცელა:

„ჩვენ თვალყურს ვადევნებთ უკრაინაში მიმდინარე დამანგრეველ კონფლიქტს და ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ რეგიონში ჩვენი თანამშრომლები უსაფრთხოდ იყვნენ. ჩვენ უკრაინაში თითოეულ თანამშრომელს ფულადი გრანტები გადავეცით. ამასთან, Xerox-მა შეიტანა წვლილი წითელი ჯვრისა და Save the Children-ისთვის, ჩვენი საერთაშორისო დახმარების პარტნიორებისთვის", - ნათქვამია განცხადებაში.