home
category
tv live menu
EN
Loading data...

გიორგი ამილახვარი - ჩვენი დამსახურებული მასწავლებლებისთვის ღირსეულ პირობებს შევქმნით

ჩვენ გვინდა და შევქმნით აუცილებლად ღირსეულ პირობებს ჩვენი დამსახურებული მასწავლებლებისთვის და ეს იქნება ის ნაბიჯი, რაც მნიშვნელოვანია მასწავლებლების პროფესიის ღირსების და პოპულარიზაციის ამაღლებისთვის, - ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების ახალმა მინისტრმა გიორგი ამილახვარმა განაცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, დამატებით სოციალურ და ფინანსურ მხარდამჭერ მექანიზმებს შეთავაზებენ მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტებს.

„აუცილებლად დამატებით სოციალურ და ფინანსურ მხარდამჭერ მექანიზმებს შევთავაზებთ ყველა იმ მოტივირებულ, წარჩინებულ და წარმატებულ სტუდენტს, ვისაც აქვს მაღალი აკადემიური მოსწრება და ხელს შევუწყობთ მათ ამ პროცესში განათლების პროცესის კარგად დასრულებისთვის,“- აღნიშნა გიორგი ამილახვარმა.

შეგახსენებთ, გიორგი ამილახვარი ირაკლი ღარიბაშვილმა მიხეილ ჩხენკელის შემცვლელად ცოტა ხნის წინ წარადგინა.
საფონდო ბირჟები
საფონდო ბირჟები