მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გიორგი ამილახვარი 100-მდე მასწავლებელს შეხვდა - რა პრობლემებია სკოლებში?

6455e57f6eaf0
BM.GE
06.05.23 09:44
609
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა სხვადასხვა სკოლის 100-მდე მასწავლებელთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა მასწავლებლებისგან პირადად მოისმინა სკოლებში არსებული პრობლემების შესახებ ინფორმაცია.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემის დახვეწის საკითხებს, სასწავლო რესურსების, მათ შორის სახელმძღვანელოების ხარისხის გაუმჯობესებას, სკოლებში არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებს.

ზოგადი განათლების განვითარების ჯგუფი აქტიურად მუშაობს სკოლებში სასწავლო პროცესის გაუმჯობესებისა და განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის კუთხით. ჯგუფს თავად გიორგი ამილახვარი ხელმძღვანელობს, კოორდინაციას კი – ფილოლოგიის დოქტორი და პედაგოგი გია მურღულია უწევს.

სასკოლო საზოგადოებასთან აქტიური კომუნიკაცია მომავალშიც გაგრძელდება და შეხვედრებს პერმანენტული ხასიათი ექნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები