ჩინურმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა, Xiaomi-მ ახალი თაობის სმარტფონები წარადგინა - 14 და 14 Pro, რომელიც Qualcomm-ის უახლესი პროცესორით, Snapdragon 8 Gen 3-ით აღჭურვილი პირველი მოწყობილობა იქნება მსოფლიოში.
Pro მოდელს 6.7-იანჩიანი, AMOLED-ის ტიპის, 120-ჰერციანი ეკრანი აქვს, რომლის სიკაშკაშე 3,000 ნიტს აღწევს, რაც რეკორდული მაჩვენებელია.
ტრადიციულად, ფლაგმანურ სმარტფონს 3 ძირითადი კამერა აქვს, 14 Pro-ს შემთხვევაში 3 ცალი 50-მეგაპიქსელიანი მოდულია, რომელიც ხელოვნური ინტელექტითაა გაუმჯობესებული.
სმარტფონის ღირებულება დაახლოებით 900 დოლარს შეადგენს და მან კონკურენცია iPhone 15 Pro-ს უნდა გაუწიოს.