სამი მილიონი იუანი, ეს არის ჯარიმის მოცულობა, რომლის გადახდაც შესაძლოა ჩინელ ჟურნალისტებს მოუწიოს, Xiaomi SU7-ის გაჟონილი ფოტოებისთვის. დღევანდელი გაცვლითი კურსით, 3 მილიონი იუანი, 420 015 დოლარია.
ჩინური კომპანია მედიას ხელშეკრულების დარღვევაში ადანაშაულებს, რადგან დახურული ფოტოსესიიდან, ავტომობილის სურათები ინტერნეტში მოხვდა. ფოტოები CarNewsChina-ს ვებგვერდზეა განთავსებული.
რაც შეეხება თავად ავტომობილს, სმარტფონების ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებლის პირველი ელექტრომობილის შექმნაზე 3,4 ათასი ინჟინერი მუშაობდა და პროექტში კომპანიამ 1,4 მილიარდი დოლარის ინვესტიცია განახორციელა. Xiaomi SU7 ოთხკარიანი სედანია სპორტული დიზაინით.
ელექტრომობილის ორი ვერსია იქნება ხელმისაწვდომი. ერთძრავიანი უკანა ამძრავით, რომელიც 300 ცხ.ძ. აერთიანებს და ორძრავიანი სრული ამძრავით, 673 ცხ.ძ.-ით.
უმაღლესი კომპლექტაციის Xiaomi SU7-ის ენერგიის რეზერვი 750-800 კილომეტრია. SU7-ის გაყიდვები 2024 წლის თებერვალში დაიწყება.