მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ხმა მივეცი არა რევოლუციას, არამედ სტაბილურობას და სიმშვიდეს - ლევან დავითაშვილი

617d115aed032
ინგა მურუსიძე
30.10.21 13:33
423
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საკუთარი არჩევანი გლდანის საარჩევნო ოლქის 74-ე უბანზე გააკეთა.

"ხმა მივეცი არა რევოლუციას, არა დესტრუქციას, არამედ სტაბილურობას, სიმშვიდეს და ქვეყნის განვითარებას.

ეს არის პრინციპული არჩევნები, ამიტომ მინდა თითოეულ ჩვენს მოქალაქეს, თითოეულ თბილისელს მოვუწოდო არჩევნებში აქტიურად მიიღონ მონაწილეობა, რათა ერთხელ და სამუდამოდ უარი ვთქვათ დესტრუქციაზე, ხმა მივცეთ ქვეყნის განვითარებას და ჩვენი ქალაქის კიდევ უფრო გალამაზებას და გამწვანებას“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

დღეს თბილისში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები