მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხმა მივეცი ქვეყნის მშვიდობიან განვითარებას, ხალხს სჭირდება მეტი სამუშაო ადგილი - პრემიერი

61580c364449b
ვიქტორია მღებრიშვილი
02.10.21 11:40
435

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მიიღო მონაწილეობა და მოქალაქეობრივი პოზიცია დააფიქსირა.

მთავრობის მეთაური იმედოვნებს, რომ არჩევნები მშვიდ გარემოში ჩატარდება და პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებს ამ პროცესში პასუხისმგებლობისკენ მოუწოდებს.

„ხმა მივეცი ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან და სტაბილურ განვითარებას, ჩვენს ხალხს სჭირდება დამშვიდება, სიწყნარე, განვითარება, მეტი სამუშაო ადგილი და სიღარიბის დაძლევა და საბოლოო ჯამში ქვეყნის გამარჯვება და ჩვენი ხალხის გაერთიანება. ეს ჩვენი მთავარი ოცნება და მთავარი მიზანია.

ვფიქრობ, დღევანდელი დღე მშვიდად ჩაივლის, ჩვენ ამისთვის მობილიზებული ვართ; მოვუწოდებ ყველა პარტიის წარმომადგენელს გამოიჩინონ პასუხისმგებლობა და მშვიდობიანად, სამაგალითო არჩევნები ჩავატაროთ. იმისთვის რომ კიდევ უფრო მეტად გაძლიერდეს ქართული დემოკრატია სახელმწიფო და ჩვენი ქართული საზოგადოება“, - განაცხადა პრემიერმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები