მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ხმა მივეცი სიმშვიდეს, სტაბილურობას, ქალაქის განვითარებას, აღმშენებლობას - კალაძე

615809a1dc2d0
ვიქტორია მღებრიშვილი
02.10.21 11:26
731
თბილისის დღემდე მოქმედმა მერმა და დღეს უკვე მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ თავისი არჩევანი გააკეთა.

როგორც მან ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა, ხმა ქალაქის განვითარებას მისცა, რომელის უზრუნველყოფა მხოლოდ „ქართულ ოცნებას“ შეუძლია.

„ხმა მივეცი სიმშვიდეს, სტაბილურობას, ქალაქის განვითარებას, აღმშენებლობას, იმას რომ მეტი სიცოცხლე შევიტანოთ ყველა უბანში, შესაბამისად, ამ ყველაფრის გაკეთება ერთადერთ პარტიას შეუძლია - ეს „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოა“, შესაბამისად, ხმა მივეცი „ქართულ ოცნებას“, - განაცხადა კახა კალაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები