მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ხმების დათვლა გრძელდება - რომელ შტატებში ლიდერობს ბაიდენი და რომელში - ტრამპი

5fa2560c90ffa
BM.GE
04.11.20 11:24
1971
აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების დათვლა გრძელდება. ამ დროისთვის ლიდერობს ჯო ბაიდენი, თუმცა გადამწყვეტი მნიშვნელობის შტატების შედეგები, ჯერჯერობით, სრულად დათვლილი არ არის. უფრო კონკრეტულად კი, ჯო ბაიდენს ამ დროისთვის საარჩევნო კოლეგიის 224 ხმა აქვს, დონალდ ტრამპს - 213 ხმა.

აშშ-ში პრეზიდენტს პირდაპირი წესით არ ირჩევენ, ამისთვის შემდგარია 538 წევრისგან დაკომპლექტებული საარჩევნო კოლეგია, რომელშიც გამარჯვებულად ითვლება კანდიდატი, ვინც ხმათა ნახევარზე მეტს ანუ მინიმუმ 270 ხმას მიიღებს.

საარჩევნო კოლეგია კომპლექტდება შტატების მიერ და მასში წევრთა განაწილება შტატების მოსახლეობასთან არის კავშირში. აშშ-ის ყველაზე მრავალრიცხოვანი შტატი კალიფორნიაა, მას კოლეგიაში 55 წარმომადგენელი ჰყავს, შედარებით მცირე ზომის შტატებს კი ნაკლები წარმომადგენლები, მაგალითად: აიდაჰო - 4, მონტანა - 3, სამხრეთ დაკოტა -3.

შტატები, რომლებშიც ამ დროისთვის ჯო ბაიდენი ლიდერობს:
 
ვაშინგტონი - 12 წევრი საარჩევნო კოლეგიაში;
ორეგონი - 7 წევრი საარჩევნო კოლეგიაში;
კალიფორნია - 55 წევრი საარჩევნო კოლეგიაში; 
მინესოტა - 10 წევრი საარჩევნო კოლეგიაში;
კოლორადო - 9 წევრი საარჩევნო კოლეგიაში;
ნიუ მექსიკო - 5 წევრი საარჩევნო კოლეგიაში;
ილინოისი - 20  წევრი საარჩევნო კოლეგიაში;
ნიუ-იორკი - 29 წევრი საარჩევნო კოლეგიაში;
ვირჯინია - 13 წევრი საარჩევნო კოლეგიაში;
ვერმონტი - 3 წევრი საარჩევნო კოლეგიაში;
ნიუ ჰემპშირი - 4 წევრი საარჩევნო კოლეგიაში;
მასაჩუსეტსი - 11  წევრი საარჩევნო კოლეგიაში;
როდ აილენდი - 4  წევრი საარჩევნო კოლეგიაში;
კონექტიკუტი - 7 წევრი საარჩევნო კოლეგიაში;
ნიუ ჯერსი - 14 წევრი საარჩევნო კოლეგიაში; 
დელავერი - 13 წევრი საარჩევნო კოლეგიაში;
მერილენდი - 10 წევრი საარჩევნო კოლეგიაში;
ვაშინგტონი DC - 3 წევრი საარჩევნო კოლეგიაში;

შტატები, სადაც დონალდ ტრამპი ლიდერობს:

მონტანა - 3  წევრი საარჩევნო კოლეგიაში;
ჩრდილოეთ დაკოტა - 3 წევრი საარჩევნო კოლეგიაში;
სამხრეთ დაკოტა - 3 წევრი საარჩევნო კოლეგიაში;
აიდაჰო - 4 წევრი საარჩევნო კოლეგიაში;
ვაიომინგი - 3  წევრი საარჩევნო კოლეგიაში;
ნებრასკა - 5  წევრი საარჩევნო კოლეგიაში;
აიოვა - 6  წევრი საარჩევნო კოლეგიაში;
იუტა - 6 წევრი საარჩევნო კოლეგიაში;
კანსასი - 6 წევრი საარჩევნო კოლეგიაში;
მისური - 10 წევრი საარჩევნო კოლეგიაში;
ოკლაჰომა - 7 წევრი საარჩევნო კოლეგიაში;
არკანსასი - 6 წევრი საარჩევნო კოლეგიაში;
ლუიზიანა - 8 წევრი საარჩევნო კოლეგიაში;
ტექსასი - 38 წევრი საარჩევნო კოლეგიაში;
ინდიანა - 11 წევრი საარჩევნო კოლეგიაში;
ოჰაიო - 18 წევრი საარჩევნო კოლეგიაში;
დასავლეთ ვირჯინია - 5 წევრი საარჩევნო კოლეგიაში;
კენტუკი - 8 წევრი საარჩევნო კოლეგიაში;
ტენესი - 11 წევრი საარჩევნო კოლეგიაში;
სამხრეთ კაროლინა - 9 წევრი საარჩევნო კოლეგიაში;
ფლორიდა - 29 წევრი საარჩევნო კოლეგიაში;
ალაბამა - 9 წევრი საარჩევნო კოლეგიაში;
მისისიპი - 6 წევრი საარჩევნო კოლეგიაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები