მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხომ არ ფიქრობთ, რომ ენერგეტიკის სამინისტრო ცალკე უნდა გამოიყოს? - დეპუტატი თურნავას

61bb3fe300c61
ინგა მურუსიძე
16.12.21 17:36
531
ამ წუთებში პარლამენტში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავას „მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა დავითულიანმა ეკონომიკის მინისტრს 4 კითხა დაუსვა და მათგან ერთი ენერგეტიკის სამინისტროს შესაძლო აღდგენას ეხებოდა.

დეპუტატი დაინტერესდა, თუ რას ფიქრობს ნათია თურნავა უწყების ცალკე გამოყოფაზე:

1. რამდენი მემორანდუმი აქვს ჰესებთან დაკავშირებით საქართველოს გაფორმებული, რამდენი პროექტი ხორციელდება და რამდენია გაჩერებული? ამ ნაწილში ხომ არ აჯობებდა, რომ მოსახლეობისთვის უშუალო ინტერესი გაგვეჩინა ჰესების მიმართულებით? ხომ არ ფიქრობთ, რომ დარგის აქტუალობიდან გამომდინარე ენერგეტიკის სამინისტრო დამოუკიდებლად გამოიყოს, რათა მეტი ყურადღება მიექცეს? თუმცა არ გაბრალებთ, რომ ახლა ასე არ არის.

2. მინდა, გკითხოთ პრემიერის მიერ დაანონსებულ პროგრამაზე, სოცდაუცველი შრომისუნარიანი მოქალაქეების ჩართვაზე, რა ეფექტი ექნება ამ პროგრამას ეკონომიკაზე?

3. თუ დასრულდა ან როდის დასრულდება საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის აღწერა, მათ შორის სახელმწიფო საწარმოების გამოკვეთა და როდის ვიხილავთ ამას?

4. როგორ ფიქრობთ, საჭიროა თუ არა ნავთობის სფეროს რეგულირება, ისე როგორც ფარმაცევტული დარგის, რადგან აქაც მთელი რიგი პრობლემები გვაქვს, თითქოს ერთი კომპანიის ხელშია მთელი ეს საოპერაციო კულტურა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები