მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ხომ არ სჯობს მოვიცადო და მშობიარობის შემდეგ ავიცრა? - მეან-გინეკოლოგი ორსულების კითხვებს პასუხობს

6138eaf5393a0
მარიამ იზორია
08.09.21 23:00
848
მეან-გინეკოლოგი თინათინ გაგუა გადაცემა „ქალების ნარატივში“ ორსულების მიერ კოვიდ-ვაქცინაციასთან დაკავშირებით ხშირად დასმულ შეკითხვებს აჟღერებს და პასუხობს.

„არსებობს რამდენიმე შეკითხვა, რომელსაც ორსულები აცრამდე განსაკუთრებით ხშირად სვამენ, მაგალითად, „თუ უკვე ვიყავი კოვიდინფიცირებული რა ვქნა? მაინც ავიცრა?“ - თუ გამოჯანმრთელებიდან 30 დღეა გასული, ვაქცინაცია რეკომენდებულია. „თუ მალევე მიწევს მშობიარობა ხომ არ სჯობს მოვიცადო და მოგვიანებით ავიცრა?“ - არა, რადგან დადგინდა, რომ ანტისხეულები ახალშობილებშიც გვხვდება, ამიტომ ორსულობის ნებისმიერი ვადა ახალშობილის დასაცავად კარგი პერიოდია. „ვაქცინაცია ძუძუთი კვების შეწყვეტას ხომ არ მოითხოვს?“ - არა, ლაქტაცია ვაქცინაციისთვის საკმაოდ უსაფრთხო პერიოდია. „ვგეგმავ დაორსულებას, ანუ დამხმარე რეპროდუქციულ ტექნოლოგიებს, ვაქცინა ხელის შემშლელი ფაქტორი ხომ არ იქნება?“ - ასეთ შემთხვევაშიც ვაქცინაცია ნებადართულია, ის ორსულობის გადავადებას არ მოითხოვს. „ვიღებ ორსულობის პერიოდისთვის საჭირო პრეპარატებს, რამდენად რეკომენდებულია აცრა?“ - არც ერთი კონკრეტული პრეპარატი, რომელიც ორსულს ამ პერიოდში ენიშნება, ვაქცინაციისთვის წინააღმდეგ ჩვენებას არ წარმოადგენს, თუ თქვენ მაღალი რისკჯგუფის ორსული ხართ, პირიქით, უფრო მეტად გჭირდებათ კოვიდისგან დაცვა“ - განმარტავს თინათინ გაგუა.

ცნობისთვის, საქართველოში ორსულების ვაქცინაცია "ფაიზერის" ვაქცინით მიმდინარეობს.