ილონ მასკის განცხადებით, სოციალურ ქსელი X (ყოფილი Twitter) აბსოლუტურად ყველა მომხმარებლისთვის ფასიანი გახდება და ამ სოციალური ქსელით სარგებლობისთვის მომხმარებლებს ყოველთვიურად მოუწევთ გარკვეული თანხის გადახდა.
ცნობისთვის გეტყვით, რომ X Premium-ის ღირებულება 8 დოლარს შეადგენს, თუმცა რა ეღირება X-ის საბაზისო პაკეტი, ეს ჯერ უცნობია.
მასკის განმარტებით, ფასიან მოდელზე გადასვლა კომპანიას განვითარების საშუალებას მისცემს. გარდა ამისა, ეს ცვლილება პლატფორმაზე ბოტების და ტროლების რაოდენობას დრამატულად შეამცირებს, რადგან თითო ანგარიშზე მხოლოდ ერთი საბანკო ბარათის მიბმა იქნება შესაძლებელი, ამის გამო, ტროლებს აღარ ექნებათ შესაძლებლობა ასობით ანგარიში ერთდროულად აკონტროლონ.
"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.